27 თებერვალს “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით,  27 თებერვალს, სამეგრელოში, აბონენტების ნაწილს,   ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ენერგომომარაგების მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 2313  აბონენტს, სოფლებში: ახალი აბასთუმანი,  რუხი, ტყაია და მიმდებარე სოფლებში, ქალაქ ზუგდიდში კი ჯანაშიას და წყალსადენის ქუჩების ნაწილში.

ფოთი – 10:40-14:00საათამდე 262 აბონენტს ქალაქ ფოთში: ვიქტორ კრატასიუკის, ვაჩნაძის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სენაკი – 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში 710 აბონენტს სოფლებში: ზანა, უშაფათი, ფოცხო, ეკი. 13:20-17;20 საათამდე 3685 აბონენტს ქალაქ სენაკში: რუსთაველის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ძველი სენაკი, ნოქალაქევი, შხეფი.

მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 6267 აბონენტს ქალაქ მარტვილში: მშვიდობის, ჭყონდიდელის, თამარ მეფის, ჭავჭავაძის და მიმდებარე  ქუჩებზე, ასევე სოფლებში: ნაგვაზაო, სერგიეთი, აბედათი, ხუნწი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:00-18:00საათამდე 1614 აბონენტს ქალაქ წალენჯიხაში: მიქავას, კვარაცხელიას, სალიას, წმ.ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე  სოფელ მიქავაში და ზუმში.

აბაშა – 12:00-17:00 საათამდე 695 აბონენტს ქალაქ აბაშაში:  აკაკის, ნინოშვილის, 26 მაისის  და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში კვათანა, ნოღოხაშში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი