27 თებერვალს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ხობი13:00დან 15:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჭალადიდი, შუა ხორგა, ახალი სოფელი.

ფოთი. 10:30დან 18:20 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს მზარელუას, ფურცელაძის, 9 აპრილის ხეივანს, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, კუნძულ კოლუმბარს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი