28 იანვარს სამეგრელოში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 06:30დან 07:30საათამდე-აბონენტებს ქ.ზუგდიდში კოსტავას, კედიას, რუსთაველის,  გამსახურდიას, დავით აღმაშენებლის, მარცხენა სანაპირო და მიმდებარე ქუჩებს. 10:30დან 19:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  -აბონენტებს სოფლებში: ჭკადუაში, ლია, ზედაეწერი, რუხი, ოდიში, კორცხელი  და მიმდებარე სოფლებს, ზუგდიდში ალ.ჭავჭავაძის, ბარამიას და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.

წალენჯიხა. 10:30დან 19:00საათამდე  მონაკვთში, მონაცვლეობით  – აბონენტებს სოფლებში: ობუჯი, ზღვაია, ნაკიფუ, ლია და მიმდებარე სოფლებს, წალენჯიხაში 26 მაისის, ლევან II დადიანისა და მიმდებარე ქუჩებზე.

სენაკი. 12:00დან 15:00საათამდე – აბონენტებს ქ.სენაკში მშვიდობის, კოსტავას, ფიროსმანის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ ახალსოფლის დასახლებას. 11:00დან 18:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ნოსირი, გეჯეთი, ძველი სენაკი, უშაფათი და მიმდებარე სოფლებს,  ქ.სენაკში რუსთაველის, ნუცუბიძის, ხოფერიას, სანაიას,  ჭავჭავაძის, ტაბიძის, ხორავას და მიმდებარე ქუჩებზე.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი