ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 28 მაისს შეეზღუდება:
ზუგდიდში – 13:00დან 17:30 საათამდე აბონენტებს სოფლებში ინგირი, ჭითაწყარი, ოირემე, ქ.ზუგდიდში ერისთავის, კრილოვის, დ.აღმაშენებლის, ხუბულავას, ბარამიას და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკში – 11:00დან 15:00საათამდე აბონენტების ნაწილს ქ.სენაკში სანაიას ჩიხი, ხოფერიას, რუსთაველის სანაიას ქუჩებზე.
აბაშაში – 12:00დან 16:00საათამდე აბონენტებს ქ.აბაშაში გამსახურდიას, თამარ მეფის, თოფურიას, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ძველი აბაშა, ნორიო, ონტოფო, კვათანა , ნოღოხაში, განკარი.
ფოთში – 12:00დან 18:30საათამდე აბონენტებს 9 აპრილის ხეივანი, გორგასლის, თამარ მეფის, აღმაშენებლის, ილიას, ვაჩნაძის და მიმდებარე ქუჩებს. 17:00დან 18:00საათამდე ნინოშვილის, აკაკის, ბესიკის, გურამიშვილის, კოლხეთის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე კოლუმბარს.
ჩხოროწყუში – 13:00დან 17:30საათამდე აბონენტებს სოფლებში ახუთი, ნოღა, ქვედა ჩხოროწყუ.
მარტვილში – 13:00დან 17:30საათამდე აბონენტებს სოფლებში კიწია, ნოღა.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.