28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებამ დღეს, 22 მარტს მიიღო.

პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ ისვრცეში ისევ სავალდებულო იქნება.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 28 მარტიდან ​კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება.

„უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის ღონისძიებებზე. ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშორმლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR ტესტის გარეშე. შენარჩუნდება ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა. პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა, უქმდება,” – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი