28 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთში აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 28 თებერვალს, სამეგრელო-სვანეთის რეგიონში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე 1148  აბონენტს ქალაქ ზუგდიდში: შარტავას, ქუთაისის, აღმაშენებლის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში კოლხიდა, ჭითაწყარი, რუხის ნაწილი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-13:00 სააათამდე 8079 აბონენტს ქალაქ ზუგდიდში: რუსთაველის, რ.თაბუკაშვილის, კოსტავას, ცოტნე დადიანის, ქუჯის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე სოფელ ინგირში.

წალენჯიხა – 10:00-10:15 საათამდე  დილით და საღამოს 17:00-17:15საათამდე  4139 აბონენტს სოფლებში: ჯვარი, ჭალე, ჩქვალერი,  მუჟავა, ჯვარზენის დასახლება და მიმდებარე სოფლებში. 11:00-18:00 საათამდე 927 აბონენტს  ქალაქ წალენჯიხაში: ჭურღულაიას,  სალიას, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში: საჩინო, ლია,  ფახულანი და მიმდებარე სოფლებში.

მარტვილი – 11:30-18:00 სათამდე მონაკვეთში  მონაცვლეობით  302 აბონენტს სოფლებში: ხუნწი,  ნახუნაო, აბედათი, სერგიეთი.

აბაშა – 11:00-16:00 საათამდე 183 აბონენტს ქალაქ აბაშაში: რუსთაველის და თამარ მეფის ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნორიო, სუჯუნაში.

ფოთი – 11:00-15:00 საათამდე 342 აბონენტს ჭავჭავაძის, სააკაძის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებზე.

მესტია -10:00-10:15 საათამდე  დილით და საღამოს 17:00დან  17:15საათამდე  2928 აბონენტს სოფლებში: დიზი, ეწერი, ლახამულა, მულახი, უშგული და მიმდებარე სოფლებში. 12:00-16:00 საათამდე  64 აბონენტს მესტიაში  ნ.ჯაფარიძის, რუსთაველის ქუჩებზე, ასევე სოფლებში: ნესგუნი, მაზერი, იფხი, ბეჩო და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი – 11:00-18:00 საათამდე 414 აბონენტს სოფელ ზანაში.

 ხობი – 11:30-18:30 საათამდე 342 აბონენტს სოფლებში: ხამისკური, თორსაში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი