“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ქსელის 29 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დორებით შეეზღუდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ შეეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ენერგომომარაგება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 11:00-14:00 საათამდე პერიოდში 285 აბონენტს საათნახევრით ქ.ზუგდიდში კ.გამსახურდიას და ბერიას ქუჩების ნაწილში, სოფლებში ზედაეწერი, ჩხორიაში.
სენაკი – 10:00-18:00 საათამდე 748 აბონენტს სოფლებში მენჯი, ეკი, უშაფათი და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 11:00-17:00 საათამდე პერიოდში საათნახევრით 1773 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი. კიწია, გურძემი, თამაკონი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-14:00 საათამდე 91 აბონენტს სოფელ აბედათი და სალხინოს ნაწილში.
ფოთი – 10:30-15:30 საათამდე 620 აბონენტს მონაცვლეობით ქ.ფოთში მზარელუას, შავი ზღვის, მშვიდობის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. ხობის სოფელ პატარა ფოთში. 13:00-14:00 საათამდე 9824 აბონენტს 8 მარტის, დადიანის, ვაჟა-ფშაველას, გორგასალის, 9 აპრილის ხეივანი და მიმდებარე ქუჩებზე.
წალენჯიხა – 10:00-18:00 საათამდე 665 აბონენტს ქ.წალენჯიხაში კოსტავას, ფიფიას, წმ.ნინოს, სოხუმის ქუჩებზე, სოფლებში ლია, ტყაია, ოჭანეს უბანში და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.