გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მარტვილში – 14:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლეხაინდრაოს, ვედიდკარსა და მუხურჩას.
პირველ ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭითაწყარს, ორულუს, ერგეტას, რუხს, ახ.აბასთუმანსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ბარამიას, კ.გამსახურდიას, ცოტნე დადიანის, ჯანაშიასა და მიმდებარე ქუჩებს.
ფოთში – 11:30-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ფალიაშვილის, სააკაძისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე კოკაის ხეივანს.
მარტვილში – 11:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: ნაგვაზაოს, ნახარებაოსა და სერგიეთს. ასევე ანჯაფარიძის, ბაძაღუასა და მიმდებარე ქუჩებს.
წალენჯიხაში – 11:30-დან 19:30 საათამდე სოფელ ჯგალსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.