29 მაისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

აბაშაში – 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში ზანათი, ძიგური, სუჯუნა.

სენაკი. 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფელ ნოსირში. 13:00დან 18;00 საათამდე სოფელბს ძველი სენაკი, კოტიანეთი.

წალენჯიხა. 12:00დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში სქური, ჯგალი, საჩინო.

ხობი. 13:00დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში შავ ღელე, პატარა ფოთი, ჭალადიდი.

ფოთი. 16:10დან 18:30 საათამდე გურიის, ზვიად გამსახურდიას, აკაკი თოფურიას, წმინდა ნინოს, აფხაზეთისა და მიმდებარე ქუჩებზე, მალთაყვის, კუნძულ კოლუმბარისა და ახალი რაიონის დასახლებებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი