29 მაისს სამეგრელოში „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

29 მაისს, სამეგრელოს რეგიონში, გეგმიური  სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ფოთი. 11:30 დან 18:30 საათამდე 711 აბონენტს მშვიდობის, დანელიას, ბერდიანსკის, მალთაყვის დასახლება და მიმდებარე ქუჩებზე.

ზუგდიდი. 07:00დან 10:00 საათამდე 1489 აბონენტს ქ.ზუგდიდში შარტავას, კობახიძის, ქუთაისის, კუიბიშევის  და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში რუხი, ახალი აბასთუმანი.

11:15 დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2204 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში, ჩხორია, კახათი, ორულუ, დიდინეძი და მიმდებარე სოფლებში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბაში.

მესტია. 10:30-18:30 საათამდე აბონენტების ნაწილს სოფლებში იდლიანი, ხუდონი, ახალშენი, ფარი  და მიმდებარე სოფლებში, მესტიაში ჯონდო ხაფთანის ქუჩა.

მარტვილი. 11:30 -18:30 საათამდე მონაკვეთში  713 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, დ/ჭყონი, ნამიკოლაო, აბედათი და მიმდებარე სოფლებში.

 წალენჯიხა.  11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1087 აბონენტს სოფლებში ჯგალი, ჯვარი, ჯვარზენი, ლია და მიმდებარე სოფლებში, ქ.წალენჯიხაში ოჭანეს უბანი, სალიას, გრანელის, კოსტავას , ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა. 11:00-16:00 საათამდე 623 აბონენტს სოფლებში კეთილარი, სეფიეთი, ონტოფო.

ხობი. 12:00-14:00 სათამდე 36 აბონენტს სოფელი პირველი მაისი.

სენაკი.11:10-18:30 საათამდე 900 აბონენტს სოფლებში ხორში,ლეძაძამე, ზანა და მიმდებარე სოფლებში, ქ.სენაკში ღვინჯილიას ქუჩაზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი