29 სექტემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” 29 სექტემბერს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:

ზუგდიდი – 09:00-18:30 საათამდე 140 აბონენტს სოფლებში ზედაეწერი, საჩხეტიოს უბანი, ჩხორიაში.

10:00-18:30 საათამდე დაახლოებით 2625 აბონენტს ქ,.ზუგდიდში აღმაშენებლის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში რუხი, რიყე, აბასთუმანი,  კოლხიდა  და მიმდებარე სოფლებში.

11:00-14:00 საათამდე  659 აბონენტს ქ.ზუგდიდში სოხუმის, ჭავჭავაძის II შესახვევი, გრანელის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:40-18:30 საათამდე 1086 აბონენტს სოფლებში  ცაიში, ცაცხვი,   ხეცერა, ნარაზენი  და მიმდებარე სოფლებში, ასევე  ხობში სოფელ ხამისკურში.

მესტია – 10:00-17:00 საათამდე 63 აბონენტს  მესტიაში ნ.ჯაფარიძის, რუსთაველის და მიმდბარე ქუჩების ნაწილს, ასევე სოფლებში ნესგუნი, მაზერი, იფხი და მიმდებარე სოფლებში.

მარტვილი – 10:30-18:30 საათამდე 457 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, ნაფოსტარი, თამაკონი და მიმდებარე სოფლებში. 12:30 დან 19:00 საათამდე 885 აბონენტს სოფლებში კიწია, გურძემი, ნოღა და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა – 13:00-15:00 საათამდე 338 აბონენტს ქ.აბაშაში კილასონიას,  მშვიდობის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე.

წალენჯიხა  – 08:00-20:00 საათამდე 61 აბონენტს სოფელ მუჟავაში.

ფოთი –   12:00-18:30 საათამდე 403 აბონენტს ქ.ფოთში გამსახურდიას, რუსთაველის რკალის , ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ,  მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი