3 აპრილს, სამეგრელოს რეგიონში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ზუგდიდი – 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში 1163 აბონენტს სოფლებში ორულუ, დიდინეძი, ნარაზენი, კოლხიდა და მიმდებარე სოფლებში, ხობის რაიონის სოფელ თორსა-დღვაბაში. 11:00დან 14:00 საათამდე მონაკვეთში საათანხევრით 380 აბონენტს ზუგდიდში სანქტ-პეტერბურგის, ერევნის, კოლხიდის, რაფავას და მიმდებარე ქუჩებზე. 17:00-18:30 საათამდე 259 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელში, ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე.
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 381 აბონენტს სოფლებში გეზათი, სეფიეთი, წყემი, ძიგური და მიმდებარე სოფლებში, აბაშაში აკაკის IVშესახვევი.
ჩხოროწყუ – 11:30-17:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1617 აბონენტს სოფლებში ახუთი, მუხური , ხაბუმე და მიმდებარე სოფლებში, მარტვილის რაიონის სოფელ კიწია(ნოღა).
ფოთი – 11:00-15:00 საათამდე 1087 აბონენტს ახალი რაიონი, გაგრის, აფხაზეთის, გურიის, ელადის ქუჩებზე.
მარტვილი – 11:35-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 205 აბონენტს სოფლებში თამაკონი, ხუნწში. 11:35-12:00 საათამდე დილით და საღამოს 17:00-18:00 საათამდე 1280 აბონენტს ქ.მარტვილში მშვიდობის , გ.ჭყონდიდელის, ჩიქვანაიას, თავისუფლების ქუჩებზე, სოფლებში ნაგვაზაო, ნახარებაო, ქვაითში.
წალენჯიხა – 13:30-18:00 საათამდე 57 აბონენტს სოფლებში საჩინო, ჯვარი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.