3 დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში .

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

ზუგდიდი. 10:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ჭითაწყარი, აბასთუმანი, ურთა, ცაიში, კოლხიდა და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში ბარამიას, გამსახურდიას, აღმაშენებლის, წმინდა ნინოს და მიმდებარე ქუჩებს. 11:00დან 18:30საათამდე -აბონენტებს ქ.ზუგდიდში შარტავას, ფურცელაძის, ლესელიძის, შენგელიას, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებს.

ხობი. 10:00დან 17:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ხეთა, თორსა, ხამისკური, ოქროს საწმისი და მიმდებარე სოფლებს.

სენაკი. 11:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს ქ.სენაკში გორის, კვირაიას, გამსახურდიას, სანაიას და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ნოსირი, ძველი სენაკი, გეჯეთი.

მარტვილი.10:00დან 18:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში მუხურჩა, ვედიდკარი, ლეხაინდრაო, ბანძა, გურძემი, ნაჯახაო.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი