3 ივლისს ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზულად გაიხსნება

3 ივლისს, ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზული ღონისძიებებით გაიხსნება. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. 

მათ შორის, 15:00 საათი – ველომარათონი. ველორბოლა სტარტს აიღებს ანაკლიიდან (აფხაზეთის ქუჩა), ხოლო დასრულდება განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია);

15:00 საათიდან – კვების ზონა იფუნქციონირებს;

15:00 სთ-დან 17:00-მდე სპორტული (ჭადრაკი, ნარდი, კალათბურთი)
 და სამაგიდო თამაშები;

16:30 საათი – ჩოგბურთის ტურნირის ფინალი (დაჯილდოება);

17:30 საათი – ფეხბურთის ტურნირის ფინალი (დაჯილდოება); 

16:00 საათიდან – გასტრონომიის საგამოფენო სივრცე; 

11:00 – 18:00 – მდე აკვაპარკში შესვლა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება;

20:00 სთ – ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება „TAMADA“-ს მონაწილეობით. 

ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, გამოიყოფა დამატებითი რეისები 22:00 სთ-მდე; 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: 

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
  • DMO სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია 
  • ახალგაზრდული სათათბირო
  • აკვაპარკი ანაკლია

კომენტარები

დატოვე კომენტარი