3 მაისს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

3 მაისს, სამეგრელოს რეგიონში,  გეგმიური სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ფოთი – 11:00-18:30 საათამდე 3006 აბონენტს 9 აპრილის ხეივანი, გორგასლის, რეკვავას, ჩხეიძის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.

ზუგდიდი – 01:00-07:00 საათამდე 1439 აბონენტს სოფლებში ორულუ,  ერგეტა, დიდინეძი, ანაკლია, განმუხური და მიმდებარე სოფლებში, ხობის რაიონის სოფელ თორსა-დღვაბას აბონენტების ნაწილს. 10:00-18:30 საათამდე  მონაკვეთში მონაცვლეობით 2167 აბონენტს სოფლებში  კორცხელი, ნარაზენი, ხეცერა, ორსანტია, კოკი, დარჩელი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 556 აბონენტს სოფლებში მიქავა, ზუმი, ფახულანი, ლია და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 984 აბონენტს სოფლებში ზანა, ლეძაძამე, ფოცხო, ძველი სენაკი  და მიმდებარე სოფლების ნაწილში.

ხობი – 11:00-16:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1436 აბონენტს სოფლებში ნოჯიხევი, ბია, ხორში, ჭალადიდი, პატარა ფოთი, საჭოჭუო , ქ.ხობში გუმბაზ მეფის, ჭავჭავაძის, შანიძის, ჭყონდიდელის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი – 11:35-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 454 აბონენტს სოფლებში ნაგვაზაო, ხუნწი, ვედიდკარი, მუხურჩა, ბანძა.

ჩხოროწყუ – 11:30-18:30 საათამდე 27 აბონენტს სოფელ ლესიჭინეში.

მესტია – 13:00-18:00 საათამდე შუალედში ერთი საათით სოფლებში ახალშენი, ფარი, ბოგრეში, ეცერი, ასევე მესტიაში ჯონდო ხაფთანის ქუჩაზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი