30-31 აგვისტოს აბაშას, სენაკს, ხობსა და ზუგდიდს გაზმომარაგება შეუწყდება

30-31 აგვისტოს, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო აბაშის, სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტბში შემავალ სოფლებსა და ქალაქებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის და განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას. მიმდინარე წლის 30-31 აგვისტოს განხორციელდება „ქუთაისი-სოხუმის“ D-500მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება კმ.ნ.28+00-დან კმ.ნ.98-მდე მონაკვეთზე. რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე შეიცვლება ორი DN-500მმ სახაზო ონკანი, ასევე აღდგება კოროზირებული მონაკვეთები და განხორციელდება მდინარე ჯუმის საჰაერო გადასასვლელის რეაბილიტაცია. ასევე მოხდება ახლად აშენებული სექციის შეჭრა” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი