ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 მაისს კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს სამეგრელოში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
შეზღუდვები გავრცელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში:
ზუგდიდი. 06:00დან 08:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 7743 აბონენტს ქ.ზუგდიდში დავით აღმაშენებლის, ცოტნე დადიანის, რუსთაველის, გამარჯვების, კოსტავას, კ.გამსახურდიას, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელი ინგირი.
10:00დან დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1984 აბონენტს სოფლებში ჭითაწყარი, აბასთუმანი, კახათი, თარგამული და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი. 11:00დან 18:00 საათამდე 256 აბონენტს მალთაყვის დასახლება, გურიის, ზ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე.
ხობი. 10:00დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 4477 აბონენტს სოფლებში ხამისქური,ხეთა, ზემო ქვალონი, შუა ქვალონი, თორსა და მიმდებარე სოფლებში.
მესტია. 10:30 დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტების ნაწილს დაბა მესტია, სოფლებში დიზი, ეწერი, ხაიში, ჟიბიანი, ზარდლაში, მულახი და მიმდებარე სოფლებში.
სენაკი. 11:00 დან 18:30 საათამდე 901 აბონენტს სოფლებში ხორში, ლეძაძამე, ზანა და მიმდებარე სოფლებში, ქ.სენაკში ღვინჯილიას ქუჩაზე.
წალენჯიხა. 11:00დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1498 აბონენტს ქ.წალენჯიხაში სალიას, გრანელის , ი.შანავას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ფახულანი, ლია,საჩინო, ჯვარი და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა. 11:00დან 16:00 საათამდე მონაკვეთში 1764 აბონენტს სოფლებში მაიდანი, სამიქაო, კეთილარი და მიმდებარე სოფლებში, ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი, მაისივი „კოდორე“.
მარტვილი.11:15 დან 18:15 საათამდე მონაკვეთში 270 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, საელიაო, ტალერი, დღვანა.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.