30 მარტს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

30 მარტს, სამეგრელოს რეგიონში,  გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი – 10:00-18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლებით 3851 აბონენტს სოფლებში რუხი, რიყე,   კორცხელი, ზედაეწერი, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში  სოხუმის, აღმაშენებლის, ქირიას, გრანელის და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი – 08:00-18:00 საათამდე 5401 აბონენტს   სოფლებში გაჭედილი, დოშაყე, დ/ჭყონი, სალხინო, კურზუ და მიმდებარე სოფლებში. 11:00-17:00 საათამდე 159 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, ბანძა, ნაჯახაოში.

წალენჯიხა – 11:05-18:00 საათამდე 1611 აბონენტს ქ.წალენჯიხაში კვარაცხელიას, სალიას,  წმ.ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ მიქავაში.

ჩხოროწყუ-11:30-14:00 საათამდე 313 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში მშვიდობის, თამარ მეფის, გობეჩიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში.

ფოთი – 12:00-16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1208 აბონენტს ქ.ფოთში ჩიტაძის, კონსტიტუციის, კოსტავას, 26 მაისის რუსთაველის რკალი და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-14:00 საათამდე 9769 აბონენტს ქ.ფოთში 8 მარტის, დადიანის, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ვაჟა-ფშაველას,  9 აპრილის ხეივანი და მიმდებარე ქუჩებზე.

სენაკი – 13:05-18:30 საათამდე 137 აბონენტს სოფლებში ფოცხო, ქვემო ფოცხო, ხორში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი