31 იანვარს სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით,  31 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ენერგომომარაგების მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ელექტროენერგია შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  11:00-14:00 საათამდე მონაკვეთში  339 აბონენტს  საათნახევრით ქ.ზუგდიდში სოფლებში ზედაეწერი, ჩხორიაში.

აბაშა – 12:00-15:00 საათამდე 289 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, ბზიავას, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი – 11:00-16:00 საათამდე 4847 აბონენტს სოფლებში სალხინო,  დ/ჭყონი,  გურძემი, თამაკონი და მიმდებარე სოფლებში.  12:00-16:00 საათამდე 207 აბონენტს ქ.მარტვილში მშვიდობის, ანაჯაფარიძის, ჭყონდიდელის, ლერმონტოვის ქუჩებზე, სოფლებში ნახარებაო, ნაგვაზაო, ხუნწში.

ხობი – 13:00-14:00 საათამდე 4190 აბონენტს ქ. ხობში დადიანის, სტალინის, ჭყონდიდელი, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ნოჯიხევი, გურიფული, პირველი მაისი, ზემო ქვალონი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:00-13:00 საათამდე 49 აბონენტს ქ.წალენჯიხაში  ფიფიას, წმ.ნინოს, სოხუმის ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი