4 და 6 ივნისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექყროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო-პრო ჯორჯოა”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ფოთი. 07:00დან 10:00საათამდე ფარნავაზ მეფის, აღმაშენებლის, მშვიდობის, კოსტავას, კლდიაშვილის, ნიკოლაძის სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებს, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას.

6 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:


ზუგდიდი. 6 ივნისს 12:30დან 16:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ჭითაწყარი, აბასთუმანი, ურთა, ცაიაში, კოლხიდა და მიმდებარე ქუჩებს, ქ.ზუგდიდში აბონენტების ნაწილს გამსახურდიას, წმ.ნინოს, აღმაშენებლის, კუიბიშევისა და მიმდებარე ქუჩებზე.


მესტია. 6 ივნისს 10:00დან 16:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში ლახამულა, ჯორკვალი, ხაიში, დიზი და მიმდებარე სოფლებს.


ფოთი. 6 ივნისს 11:00დან 14:00საათამდე მონაკვეთს მონაცვლეობით იმერეთის, კოსტავას, დადიანის, 26 მაისის, წმ.ნინოს, რუსთაველის რკალს, გორკის, ზამბახიძისა და მიმდებარე ქუჩებს. 15:00დან 16:00საათამდე აბონენტებს ბარათაშვილის, ჭყონდიდელის, კონსტიტუციის, ასათიანის, გურიის, თბილისის, დიდგორისა და მიმდებარე ქუჩებს.


ხობი. 6 ივნისს 11:00დან 17:30საათამდე აბონენტებს სოფლებში ხამისქური, თორსა.


მარტვილი. 6 ივნისს 11:00დან 18:30საათამდე აბონენტებს სოფლებში თამაკონი, ნახურცილაო, დიდჭყონი, გურძემი, ჭყონი.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი