4 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

4 ივლისს, სამეგრელოში,  ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი. 10:20-18:30 საათამდე  1273 აბონენტს  სოფლებში ყულიშკარი, ორსანტია, კოკი და მიმდებარე სოფლების ნაწილში.

ფოთი. 12:00-15:00 საათამდე 211 აბონენტს გიგო დიდიას, იმერეთის, სვანეთის, დანელიას და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი. 10:45-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1268 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, ნამიკოლაო, თამაკონი, ნახურცილაო,  ნაგვაზაო და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა. 11:00-15:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით საათნახევრით  3129 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, რუსთაველის, სტალინის, მიქავას , წმ.ნინოს,ლევან II დადიანის   და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ჯგალი, ზღვაია, ობუჯი, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდს მუნიციპალიტეტის  სოფელ კორცხელში.

აბაშა. 11:00-15:00 საათამდე 147 აბონენტს სოფელ მარანში.

 სენაკი. 11:30-18:30 საათამდე 406 აბონენტს სოფელ ზანაში. 13:00 დან 14:30 საათამდე 2045 აბონენტს ქ.სენაკში რუსთაველის, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ.ნინოს, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ. 14:15-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2353 აბონენტს ჩხოროწყუში ჭავჭავაძის, გობეჩიას, ზუგდიდის, ნაჭყებიას, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ლეწურწუმე, ზუმი, მუხური, თაია, ხაბუმე.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი