4 მარტს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართება

4 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგონში მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდება. ინიციატივა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას ეკუთვნის.

გუბერნატორმა ინიციატივა დღეს გამართულ შეხვედრაზე გამგებლებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს გააცნო და მათ საკუთარ მუნიციპალიტეტებში „დასუფთავების აქციების“ ორგანიზება სთხოვა. როგორც ლევან შონიამ აღნიშნა დასუფთავების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში კვირას, 4 მარტს გაიმართება და მასში ჩართვის სურვილი ნებისმიერ მოქალაქეს ექნება.

 

“ჩვენმა რეგიონმა მასშტაბურ დასუფთავების აქციაში გასულ წელს საქართველოს რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტი მოხალისე გამოიყვანა, წელსაც ეს მონაცემები აუცილებლად უნდა იყოს შთამბეჭდავი. ყველა უნდა გავუფრთხლდეთ ჩვენს ეზოს, ქუჩას, ქალაქს, რეგიონს, ქვეყანას და ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე. ჩვენს მუნიციპალიტეტებში დასუფთავების სამსახურები დღე და ღამე მუშაობენ, მათ მიერ გაწეული შრომა დაუფასებალია და ჩვენ სწორედ მათ უნდა მივბაძოთ სუფთა გარემოს შესაქმნელად. მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეს, თითოეულ მოქალაქეს მივიღოთ აქციაში მონაწილეობა და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე” – განაცხადა ლევან შონიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი