4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და საბავშვო გასართობი ცენტრები“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სწავლა ონლაინ გააგრძელონ.