5 დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

ზუგდიდი. 09:30დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ინგირი, ორულუ, დიდინეძი, დარჩელი, ახალსოფელი, ცაიში, ჭითაწყარი და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, შარტავას, რუსთაველის, თავისუფლების, აღმაშენებლის, გამსახურდიას, ბარამიას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00დან 11:05საათამდე და 15:00დან 15:05საათამდე , აბონენტებს ქ.ზუგდიდში შარტავას, კობახიძის, ლაშა გიორგის, მესხის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს რუხი, ახ.აბასთუმანი. 11:00დან 16:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ყულიშკარი, ჯიხაშკარი, ჭაქვინჯი.

ფოთი. 10:30დან 19:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს აღმაშენებლის, თავდადებულის, კლდიაშვილის, პაიჭაძის, კიკვიძისა და მიმდებარე ქუჩებზე, კუნძულ კოლუმბარს.

სენაკი. 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ზანა, ძველი სენაკი, თეკლათი, შხეფი და მიმდებარე ქუჩებს, ქ.სენაკში მშვიდობის, ფიროსმანის, აღმაშენებლის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი