ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით, “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 3583 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, რ.თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ახალსოფელი, აბასთუმანი, ყულიშკარი, ურთა, რუხი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-14:00 საათამდე 251 აბონენტს ქ.ზუგდიდში კობახიძის, პუშკინის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:00-16:30 საათამდე 260 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელი. 12:30-18:30 საათამდე 135 აბონენტს სოფელ ცაიშის ნაწილში.
მარტვილი – 11:00-16:00 საათამდე 644 აბონენტს სოფლებში გაჭედილი, ბალდა, სალხინო და მიმდებარე სოფლებში. 12:00-17:00 საათამდე 131 აბონენტს სოფლებში ნოღა, კიწია.
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 433 აბონენტს ქ.აბაშაში ილიას, რუსთაველის, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში სუჯუნა, ნორიო, კვათანაში. 12:00-15:00 საათამდე 163 აბონენტს სოფლებში სამიქაო, მაიდანში.
წალენჯიხა – 11:00-17:00 საათამდე 1 აბონენტს ქ.წალენჯიხა ლევან II დადიანის, ქუჩაზე.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.