“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 5 მარტს, სამეგრელოში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ენერგომომარაგება შეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი -10:00-18:30 საათამდე 2654 აბონენტს ქ.ზუგდიდში წერეთლის IV შესახვევი, აღმაშენებლის, წერეთლის ქუჩებზე, სოფლებში ოდიში, ანაკლია, განმუხური, ორსანტია და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი – 11:00-15:00 საათამდე 476 აბონენტს ქ.ფოთში გორკის, ლომოურის, სამეგრელოს, ელადას და მიმდებარე ქუჩებზე. 12:00-13:30 სათამდე 1641 აბონენტს ბარათაშვილის, ჭყონდიდელის, გამსახურდიას, გურიის და მიმდებარე ქუჩებზე.
სენაკი – 11:00-18:00 საათამდე 296 აბონენტს სოფლებში უშაფათი, ფოცხო, ეკი და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე 1469 აბონენტს სოფლებში ლეხაიდრაო, ბანძა, ნამიკოლაო, ნაფოსტარი და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 62 აბონენტს სოფელ ობუჯში.
ხობი – 11:00-18:00 საათამდე 342 აბონენტს სოფლებში ხამისქური, თორსაში.
აბაშა – 11:00-14:00 საათამდე 108 აბონენტს ქ.აბაშაში ილიას, აკაკის I შესახვევი, აკაკის ქუჩებზე, სოფლებში კვათანა, ნორიოში.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.