5 ნოემბერს ჩხოროწყუში “ჩხოროწყუობა 2016” გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ცენტრში სხვადსხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.
გუბერნიის ცნობით, წლევანდელი ჩხოროწყუობა საზეიმო მსვლელობით 11:30 საათზე დაიწყება, 12 საათზე კი საპატიო ჩხოროწყუელის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, 12:30 საათიდან კულტურის სახლის წინ გამართულ სცენაზე ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი დაიწყება. ამ დროიდან შეეძლებათ სტუმრებს სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ნახვა.
14 საათიდან კი ჩხოროწყუს ცენტრში სახალხო სეირნობა დაიწყება, ხოლო 16:20 საათიდან ჩხოროწყუობისთვის მიძღვნილი გალა კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ანრი ჯოხაძე მიიღებს.
მთელი დღის განმავლობაში, ჩხოროწყუში მოეწყობა ეთნოკუთხეები და გამოიფინება მეგრული სამზარეულო.
ჩხოროწყუობა სისტემატიურად 2013 წლიდან აღინიშნება.