50 წლამდე მამაკაცი 70 წლის ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და მასზე ძალადობა სცადა. შემთხვევა ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც ირკვევა, ქალმა მოძალადისთვის ნიღბის მოხსნა შეძლო, რის შედეგადაც, თავდამსხმელი ამოიცნო. ბრალდებულმა მიმალვა სცადა.
გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.