6 იანვარს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

სენაკი. 11:40დან 16:30საათამდე -აბონენტებს სოფლებში ნოსირი, ძველი სენაკი, გეჯეთი.

ჩხოროწყუ. 12:00დან 12:05საათამდე და 15:55დან 16:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლეწურწუმე, ახუთი, ქვედა ჩხოროწყუ, თაია და მიმდებარე სოფლებს, ჩხოროწყუში მშვიდობის, ჭავჭავაძის, გამსახურდიას, გობეჩიას და მიმდებარე ქუჩებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი