6 ივნისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30საათამდე აბონენტებს ქ.ზუგდიდში ნიკოლაძის, გურამიშვილის, მარჯვენა სანაპიროს, შარტავას და მიმდებარე ქუჩებს. 13:00დან 18:30საათამდე ქ.ზუგდიდში კედიას, რუსთაველის, სოხუმის და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთში – 06:00-დან 18:00საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით აბონენტებს იმერეთის, 8 მარტის, კოსტავას, ლარნაკას და მიმდებარე ქუჩებზე.  10:00დან 18:00საათამდე კოკაიას, ელადას, სამეგრელოს, ცაგარელის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00დან 16:00საათამდე ზ.გამსახურდიას, ჭყონდიდელის, გურიის, აფხაზეთის და მიმდებარე ქუჩებს, ახალ რაიონს, კუნძულ კოლუმბარს. 14:00დან 19:00საათამდე აღმაშენებლის, კოსტავას, 26 მაისის, წმ.ნინოს, აკაკის, ჩიტაიას, სვანეთის და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხაში – 11:00დან 14:00საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით აბონენტებს ქ.წალენჯიხაში წმ. ნინოს, სალიას, უბილავას, ტაბიძის, ქიაჩელის, თამარ მეფის, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ჯგალი, მიქავა, ეწერი, ობუჯი, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებს.

აბაშაში –  11:00დან 16:00საათამდე აბონენტებს ქ.აბაშაში და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

სენაკში – 11:00დან 16:00საათამდე აბონენტებს  სოფლებში ნოსირი, გეჯეთი და მიმდებარე ტერიტორიას. 12:00დან 17:00საათამდე ქ.სენაკში ჭავჭავაძის, რუსთაველის, კოსტავას, ჩიქობავას და მიმდებარე ქუჩებს.

მარტვილში – 11:20დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში ინჩხური, ქვაითი, ონოღია, ბანძა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი