6 მარტს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 11:00დან 18:30საათამდე – მონაკვეთში, მონაცვლეობით   აბონენტებს ქ.ზუგდიდში გამსახურდიას, თავისუფლების, აღმაშენებლის, სოხუმის, ნიკოლაძის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე.

ფოთი. 10:00დან 18:30საათამდე – მონაკვეთში, მონაცვლეობით  აბონენტებს  წმ.გიორგის, აღმაშენებლის, რეკვავას, ჭავჭავაძის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებს, მალთაყვის დასახლებას.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი