16 ნოემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფომრაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 16 ნოემბერს  სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე 434 აბონენტს სოფელ ერგეტაში. 10:30-18:30 საათამდე 281 აბონენტს სოფლებში ნარაზენი, აბასთუმანი, ხეცერა და მიმდებარე სოფლების ნაწილში.

აბაშა – 12:00-17:00 საათამდე 88 აბონენტს სოფელ  ქოლობანში.

ხობი–  10:00-14:00 საათამდე  1319 აბონენტს სოფლებში ჭალადიდი, შუა ხორგა, ქარიატა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-17:00 საათამდე 879 აბონენტს  ქ.ხობში დადიანის ქუჩაზე, ასევე სოფლებში ძველი  და ახალი ხიბულა, საჯიჯაოს ნაწილი და მიმდებარე სოფლებში. 15:00-16:00 საათამდე 1228 აბონენტს ქ.ხობში  აღმაშენებელის, ჭყონდიდელის,  სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში გურიფული, პირველი და მეორე გურიფულში.

მარტვილი – 11:30-18:30 საათამდე  187 აბონენტების  ნაწილს სოფლებში დ/ჭყონი, დოშაყე, ლეხაინდრაო, ნაჯახაო.

ჩხოროწყუ – 10:20-15:30 საათამდე 637 აბონენტს სოფლებში ახუთი, ნოღა, ქვედა ჩხოროწყუ, ასევე მარტვილის რაიონში კიწია (ნოღა).

ფოთი –  11:00-14:00 საათამდე 253 აბონენტს ქ.ფოთში 9 აპრილის ხეივანი, თამარ მეფის, მიქაბერიძის და მიმდებარე ქუჩების ნაწილში. 15:00-16:30 საათამდე 231 აბონენტს ქ.ფოთში იმერეთის, კოსტავას, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი