6 სექტემბერს ელექტრომომარაგება სამეგრელო-ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას ხვალ, 6 სექტემბერს ელექტროენერგიის  შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტრო მომარაგება შეეზღუდებათ შემდეგი ქალაქების და მუნიციპალიტეტების აბონენტების ნაწილს:

ქალაქი ფოთი – 06:30-08:30 საათამდე, კოსტავას, ჭანტურიას, მიქაბერიძის და მიმდებარე ქუჩებზე, 5378 აბონენტს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – 08:00-19:30 საათამდე, რუხი და რიყეს 223 აბონენტს.  08:00-09:00 საათამდე, კი 1 699 აბონენტს რუხსა და რიყეში.

ქალაქი ფოთი – 08:30-10:30 საათამდე 1 300 აბონენტს, ლოლუას, გიგო დიდიას, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.

წალენჯიხა – 10:00-17:30 საათამდე, 808 აბონენტს, საჩინო, ოჭანე, ლია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე წალენჯიხის ნაწილში უბილავას, ლევან 2 დადიანის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობის ნაწილს.

ქალაქი ფოთი – 10:30-11:30 საათამდე 3083 აბონენტს, 9 აპრილის, გეგიძის, რეკვავას და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა – 11:00-18:00 საათამდე, 142 აბონენტს სოფელ ნორიოში და ქ. აბაშის ნაწილში, კერძოდ, აკაკის, ცომაიას და მიმდებარე ქუჩებზე.

მესტია  – 11:10-17:00 საათამდე 3 აბონენტს მესტიის რაიონის სოფელ ახალშენში.

ჩხოროწყუ – 11:30-18:00 საათამდე 725 აბონენტს ჭოღა, ნაფიჩხოვი, ახუთი და მიმდებარე სოფლებში,

მარტვილი – 12:00-18:30 საათამდე 422 აბონენტს მარტვილის რაიონის სოფლებში ხუნწი, ბალდა და ჭყონი.

სენაკი – 12:30-18:00 საათამდე 614 აბონენტს ცერცვაძის, არსენას და მიმდებარე ქუჩებზე.

ქალაქი ფოთი – 12:30-19:00 საათამდე 1 241 აბონენტს ფოთში ლესელიძის, ჩიტაიას, ზამბახიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – 18:30-19:30 საათამდე 1 699 აბონენტს ზუგდიდის სოფლებში რუხი და რიყე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი