6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის ჩხოროწყუში 30 წლის მამაკაცი დააკავეს

ჩხოროწყუს რაიონში 30 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენა.

ინფორმაცია “Newsportal.ge”-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით საქმე სსკ-ის 141-ე მუხლითაა აღძრული და გოგონას ექსპერტიზა უტარდება.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა ქმედებაზეა საუბარი.

ცნობილია ისიც, რომ მამაკაცი ბავშვის ჩვენების საფუძველზე აიყვანეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი