64 გარდაცვლილი და 3 542 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსს კიდევ 64 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 234 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 57 978 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 558, ხოლო PCR ტესტით – 23 420.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 6,11%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 7,93%, ხოლო ბოლო 7 დღეში 7,53 % შეადგინა. 

10 დეკემბერსი ქვეყნის მასშტაბით 11 144 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია – 2 300 303 აცრა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 37 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 164 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა – 1 174 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 886 364 შემთხვევა დადასტურდა,  მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 827 676, ვირუსს ემსხვერპლა 12 695 ადამიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი