საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 603 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 591 936 -ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 462 572 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 054 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 21,03%, ბოლო 14 დღის – 28,49%, ბოლო 7 დღის – 25,38%.