7 აგვისტოს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდი – 11:10დან 18:30 საათამდე აბონენტებს ქ.ზუგდიდში დავით ჯიქიას, სოხუმის, ჩიტაძის, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:00დან 18:30 საათამდე სოფლებს ცაცხვი, ხამისკური, დიდინეძი, ცაიში, ურთა.

ფოთი – 12:00დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბესიკის, წმ.გიორგის, ნინოშვილის, მოწერელიას, ქობულეთის, 9 აპრილის ხეივანს და მიმდებარე ქუჩებს. 12:00დან 16:00 საათამდე აბონენტებს ჭავჭვაძის ქუჩაზე. 16:00დან 19:00 საათამდე ბარათაშვილის, კონსტიტუციის, ჭონქაძის, გამსახურდიას, გურამიშვილის, დიდგორის, ნინოშვილისა და კიკვიძის ქუჩებზე.

სენაკი – 10:00დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში ლეძაძამე, უშაფათი, ფოცხო. 11:00დან 18:00 საათამდე ქ.სენაკში რუსთაველის, ნუცუბიძის, მარჯანიშვილის, ადამიას, გაბაშვილის, ქუთაისის, უნივერსიტეტის, მშვიდობის, ფოთის, სანაიას  და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ნოქალაქევი, ძველი სენაკი.

მესტია – 10:00დან 10:05 საათამდე აბონენტებს სოფლებში იდლიანი, ხაიში, ციცხვარი, ბარჯაში, ხუდონი, ნაწისქვილარი, ლებრცხილა.

აბაშა – 12:00დან 17:00 საათამდე აბონენტებს ქ.აბაშაში აკაკის, ნინოშვილის, ფრანგიშვილის, ცომაიას და მიმდებარე ქუჩებს, ნორიოს.

ხობი –12:00დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ ხამისკურში.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი