7 ნოემბერს სამეგრელოს აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით,  ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 7 ნოემბერს, სამეგრელოს აბონენტების ნაწილს,  ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:

ზუგდიდი – 10:20-17:00 საათამდე  1164 აბონენტს სოფლებში დარჩელი, დიდინეძი, ორულუ  და მიმდებარე სოფლებში. 10:40-18:30 საათამდე 805 აბონენტს ქ.ზუგდიდში სოხუმის, გრანელის, ჩიქოვანის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ რუხში.

წალენჯიხა – 11:0017:00 საათამდე 1 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის ქუჩაზე (კერძო აბონენტი).

ჩხოროწყუ – 11:0513:00 საათამდე   637 აბონენტს სოფლებში ახუთი, ქვედა ჩხოროწყუ, ნოღა ასევე მარტვილში სოფელი კიწია    (ნოღა). 12:00-15:00 საათამდე მორიგეობით 848 აბონენტს  ქ.ჩხოროწყუში კ.გამსახურდიას, არახამიას, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ხაბუმე, ლეწურწუმეში.

აბაშა –  11:0015:00 საათამდე 92 აბონენტს სოფელებში ნორიო, ძველი აბაშა. 14:00-17:00 საათამდე 194 აბონენტს სოფელ ონტოფოში.

მარტვილი –  11:30-18:30 საათამდე  2564 აბონენტს ქ.მარტვილში მშვიდობის, ჭყონდიდელის, ჩიქვანაის  და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე  სოფლებში ტალერი, კურზუ,  ნაგვაზაო და მიმდებარე სოფლებში.

ხობი –  11:30-18:00 საათამდე 114 აბონენტს სოფელ პირველ მაისში.

ფოთი–  14:00-18:00 საათამდე 1845 აბონენტს ქ.ფოთში აღმაშენებლის, თავდადებულის, ვიქტორ კრატასიუკის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი