არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის 73 წლის მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ 1952 წელს დაბადებული მ.ნ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი