კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დედაქალაქის სამედიცინო დაწესებულებები მუშაობს და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით.
მისივე თქმით, 24 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან დღემდე, კიევში 390 ბავშვი დაიბადა – 199 ბიჭი და 191 გოგო:
“ქალაქის საავადმყოფოები უზრუნველყოფილი არიან საჭირო პირობებით. ისინი მუშაობენ. ექიმები მზადყოფნაში არიან. მუშაობენ დედაქალაქის სამშობიაროებიც. ბოლო 8 დღის განმავლობაში კიევში 390 ბავშვი დაიბადა. აქედან 199 ბიჭი და 191 გოგო”, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.