გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დარჩელს, ანაკლიას, კახათს, ცაცხვს, ერგეტასა და მიმდებარე სოფლებს. ასევე წერეთლის, ბაგრატიონის, ლესელიძისა და მიმდებარე ქუჩებს.
ფოთში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: კლდიაშვილის, კოსტავას, გორგასალის, ტაბიძის, დავითაიასა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე 9 აპრილის ხეივანს.
აბაშაში – 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ტყვირს, ცილორსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
სენაკში – 14:00-დან 15:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობითქუჩებს: ასათიანის, კობახიძის, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე სოფელ შხეფსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს
ხობში – 15:00-დან 19:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ც.დადიანის, თაყაიშვილის, ქაჯაიასა და მიმდებარე ქუჩებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.