8 ივნისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ფოთში –8 ივნისს 08:00-დან 18:00საათამდე აბონენტს ფალიაშვილის ქუჩაზე. 11:00დან 14:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აღმაშენებლის, თავდადებულის, დანელიას, დუმბაძის, სამეგრელოს, ელადას, ჯავახიშვილის, ახალგაზრდობის და მიმდებარე ქუჩებს.

ზუგდიდში – 10 ივნისს 10:00-დან 14:30საათამდემონაკვეთში, მონაცვლეობით  აბონენტებს ქ.ზუგდიდში მარჯვენა სანაპირო, შარტავას, კოსტავას, აღმაშენებლის გოგებაშვილის, დუტუ მეგრელის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს, აბონენტს სოფელ ჭითაწყარში.10:00დან 18:30საათამდე სოფლებს ორულუ, თორსა, აბასთუმანი, ხეცერა, ნარაზენი, დიდინეძი, ანაკლია და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში –10 ივნისს 07:00-დან 13:00საათამდეაბონენტებს ფარნავაზ მეფის, აღმაშენებლის, მშვიდობის, ვაჟა-ფშაველას, 9 აპრილის ხეივანს, მიქაბერიძის, ბაგრატიონის, ილიას და მიმდებარე ქუჩებს, აგრარულ ბაზარს და მიმდებარე ტერიტორიას. 07:00დან 18:00საათამდე იმერეთის, 8 მარტის, კოსტავას.

ჩხოროწყუში – 10 ივნისს 09:00დან 13:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ახუთი, ქვედა ჩხოროწყუ, ლეწურწუმე, ხაბუმე, ნოღა, ქ.ჩხოროწყუში დიხამინჯიას, წურწუმიას, კ.გამსახურდიას, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებს. 11:00დან 11:05საათამდე და 14:55დან 15:00საათამდე  სოფლებს ნაფიჩხოვო, ახუთი, კირცხი, ზუმი, ზღვაია, თაია და მიმდებარე სოფლებს, ქ.ჩხოროწყუში ჭავჭავაძის, კ.გამსახურდიას, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებს. 

წალენჯიხაში –10 ივნისს 11:00დან 11:05საათამდე და 14:55დან 15:00საათამდე  აბონენტებს ქ.წალწნჯიხაში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. 11:00დან 19:30საათამდე სოფლებს ჯგალი, ჯვარი, ფახულანი,  სამიქა და მიმდებარე სოფლებს, ქ.წალენჯიხაში წმ,ნინოს, შანავას, უბილავას , კალანდიას და მიმდებარე ქუჩებს. 

ხობში – 10 ივნისს 10:00დან 18:30საათამდე აბონენტებს სოფლებში თორსა-დღვაბა.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი