8 ნოემბერს სამეგრელოს აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 8 ნოემბერს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ენერგომომარაგების შეზღუდვა ეხება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი – 09:00-18:30 საათამდე  736 აბონენტს ქ.ზუგდიდში წერეთლის, ჩიტაძის II შესახვევი, წერეთლის IV შესახვევი და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე , სოფელ ოდიშში. 11:00-18:00 საათამდე 587 აბონენტს ქ.ზუგდიდში რუსთაველის, ფოთის, ქუჯის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ ერგეტაში. 11:00-11:10 საათამდე დილით და საღამოს 18:00-18:10 საათამდე 648 აბონენტს ქ.ზუგდიდში ქუჯის, ლევან II დადიანის, რუსთაველის, სანქტ-პეტერბურგის და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა –  11:00-17:00 საათამდე 695 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის ქუჩაზე, კიბაბულის მასივი, ასევე სოფლებში ნაესაკოვო, ტყვირი, მარანი და მიმდებრე სოფლებში.

მარტვილი –  11:20-18:30 საათამდე 1385 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, დოშაყე, ლეხაინდრაო, ნაჯახაო და მიმდებარე სოფლებში.

ხობი –  11:00-18:00 საათამდე 114 აბონენტს სოფელ პირველ მაისში.

ფოთი–  11:10-14:00 საათამდე 153 აბონენტს მორიგეობით ქ.ფოთში მალთაყვის დასახლებში, იმერეთის, 8 მარტის და კოსტავას ქუჩებზე. 13:00-16:00 საათამდე 34 აბონენტს ზ.გამსახურდიას, კუნძული კოლუმბარი, გურიის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-16:30 საათამდე 312 აბონენტს 9 აპრილის ხეივანი, გეგიძის ქუჩაზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი