8 ოქტომბერს ზუგდიდის და წალენჯიხის მოსახლეობა გამგებლებსაც აირჩევს

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ზუგდიდსა და წალენჯიხაში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გამგებლის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება.

როგორც “Newsportal.ge”-ს N67-ე ზუგდიდის საოლქო სააჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განუცხადა, ამას შესაბამისი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, რომ 8 ოქტომბერს გამგებლის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართოს, საჭიროა გამგებელმა გადადგოის შესახებ განცხადება 9 აგვისტოს დაწეროს, რაც ასეც მოხდა კიდეც.

იმავე კანონმდებლობით, 19 აგვისტოს უნდა გამოიცეს პრეზიდენტის აქტი არჩევნების დანიშნვის თაობაზე და ამავე დღეს უნდა მოხდეს კონტრასიგნაცია პრემიერ-მინისტრის მიერ.

20 აგვისტო კი ცესკო-სთვის განკარგულებით საარჩევნო ღონისძიებათა ვადების დადგენის ბოლო ვადაა.

რაც შეეება კანდიდატებს, ჯერჯერობით უცნობია, ვის წარადგენს გამგებლის კანდიდატად ზუგდიდში, ან წალნჯიხაში მმართველი გუნდი ან რომელიმე ოპოიციური პარტია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის და წალენჯიხის გამგებლებმა ედიშერ თოლორაიამ და გოგა გულორდავამ, რომლებიც აპარლამენტო არჩევნებშ თავიანთ მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარად იყრიან კენჭს მმართველი გუნდიდან, გადადგომის შესახებ განცხადებები 9 აგვისტოს დაწერეს და ისინი საკრებულოებმა 10 აგვისტოს დააკმაყოფილა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი