“ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 8 სექტემბერს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
მარტვილში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: სალხინოს, დიდჭყონს, ნაჯახაოს, ბანძასა და მიმდებარე სოფლებს.
წალენჯიხაში – 11:00-დან 19:00 საათამდე სოფლებს: ეწერს,ლიასა და მიმდებარე სოფლებს.
ხობში – 13:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: კოლხეთსა და პირველ მაისს.
აბაშაში – 13:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: ქოლობანსა და თყვირს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.