8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა – რომან გოცირიძე

თურმე, ირაკლი კობახიძეს განუცხადებია, რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვაო. სინამდვილეში საქმე შემდეგნაირად იყო – 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აი, ეს არის 8 სიმართლე, რომელშიც აღწერილია, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა კვირიკაშვილის მოხსნისთვის საბაბად გამოიყენა და სადაც ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში, ბავშვებში და მთლიანად მოსახლეობაში“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში გაზრდილია უმუშევართა რაოდენობა და მწარე სიმართლეა ის, რომ საქართველოში, 2019 წელს კერძო სექტორში 59 000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი იზრდება სახელმწიფო სექტორში „ნათესავების, მეგობრების და სხვათა ხარჯზე”.

„ამიტომ, პრემიერ – მინისტრმა დღეს ფაქტობრივად, ფარ-ხმალი დაყარა და გაიქცა ტრიბუნიდან. ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხა“, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, რომან გოცირიძემ დღეს, პარლამენტში სხდომაზე 5 წუთში 8 ტყუილი თქვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი