8 წუთი – ქართული ფილმი მანჰეტენის ფესტივალის გამარჯვებულია

ქართული ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის კინო ფესტივალის გამარჯვებულია.

8 წუთი პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ანი ბებია,გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე თამაშობენ

8 წუთი – ეს არის დრო, რომელიც მზის ჩაქრობის შემთხვევაში დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება.

ფილმი Siberfilms-ის სადებიუტო ნამუშევარია. რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებს გიორგი გოგიჩაიშვილს, დათო აბრამიშვილს, სცენარისტებს მარი ბექაურს, ზაზა კოშკაძესა და პროდიუსერებს გეგა ხმალაძეს, მაგდა დათუაშვილს აერთიანებს.

ყოველ წელიწადს, ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოს 100 000 კინომოყვარული ერთად იყრის თავს, რათა მანჰეტენის კინოფესტივალის ფინალში გასული ფილმები ნახოს და შეაფასოს. წელს ფესტივალში მონაწილეობა 1 615-მა ფილმმა მიიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი