თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი დაპირისპირება მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
კერძოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე უწყებას არავინ არ დაუკავებია.
პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილით აქტივისტებსა და მოქალაქეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების განმუხტვის მომენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი, ტერიტორიიდან წაიყვანეს.
როგორც ადგილზე მყოფმა სხვა აქტივისტებმა განაცხადეს, უცნობი მოქალაქე მათთან მივიდა და მიმართა: „ნაცებო, ნაცებო“, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

