9 და 11 აგვისტოს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მესტიაში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხაიშს, ხუდონს, ლახამულას, ჭუბერს, დიზის, დაბა მესტიასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭითაწყარს, რუხს,ახ.აბასთუმანს, რიყესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დავით ჯიქიას, ჩიქოვანის, ფიფიასა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკში – 08:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლეძაძამეს, ფოცხოსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი