“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 9 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 128 აბონენტს სოფლებში ურთა, ცაიშის ნაწილი.
ფოთი – 13:30-17:00 საათამდე 288 აბონენტს ქ.ფოთში ბესიკის, წმ. გიორგის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:30-18:30 საათამდე 9824 აბონენტს 8 მარტის, სოხუმის, რიონის სანაპირო, თავდადებულის და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 433 აბონენტს ქ.აბაშაში ილიას, რუსთაველის, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში სუჯუნა, ნორიო, კვათანაში.
ხობი– 11:00-17:30 საათამდე 1339 აბონენტს მონაცვლეობით ქ.ხობში დადიანის ქუჩაზე, ასევე სოფლებში თორსა, ხეთა, პირველი მაისი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-15:00 საათამდე 82 აბონენტების ნაწილს სოფლებში ქვემო ქვალონი, შუა ქვალონი, ქვალონი.
წალენჯიხა – 11:00-17:00 საათამდე 3075 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის, 26 მაისი ქუჩებზე, ასევე სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ლია,ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდის სოფლებში სოფელ კორცხელი და ნაცატუში.
სენაკი – 11:45-18:45 საათამდე 748 აბონენტს სოფლებში ეკი, მენჯი, უშაფათი, ფოცხო და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 12:00-17:00 საათამდე 1219 აბონენტს სოფლებში აბედათი, ნახუნაო, სერგიეთი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.